ქვეყანაში შემოღებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია „საკანონმდებლო მაცნესა“ და მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, კორონავირუსის გამო ქვეყანაში ამოქმედებული შეზღუდვების შესახებ დამატებითი ინფორმაცია „საკანონმდებლო მაცნესა“ და მთავრობის ადმინისტრაციის და ვებ-გვერდზეა განთავსებული. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე კონკრეტული უწყებების მხრიდან გარკვეული დეტალიზაციაა საჭირო და სამინისტროები საზოგადოებას ამასთან დაკაშირებით ინფორმაციას მიაწვდიან.

„შეზღუდვების სიზუსტესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ გამოქვეყნებულია 2020 წლის 30 მარტის საქართველოს მთავრობის დადგენილება №204 და ეს დადგენილება შესაძლებელია იხილოს ყველამ, როგორც საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე, ასევე საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე. აქ განმარტებულია ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებს იმ პირობებში, რა საგანგებო პირობებშიც დღეს ვიმყოფებით. კონკრეტული უწყებების მხრიდან გარკვეული დეტალიზაციაა საჭირო და ეს უწყებები ამ დეტალიზაციას მოახდენენ. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას თითოეული უწყების, თითოეული სამინისტროს მხრიდან ინფორმაცია მიეწოდება“,-აცხადებს ჩიქოვანი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს