თამარ გაბუნიას განცხადებით, PCR ტესტების და სხვა საჭირო მარაგის შევსებაზე  სამინისტრო მუშაობს და დეფიციტის შექმნის რისკს ვერ ხედავს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცადებით, PCR ტესტების და სხვა საჭირო მარაგის შევსებაზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს და დეფიციტის შექმნის რისკს ვერ ხედავს.

მისივე თქმით, ხვალ გაიმართება დამატებით საკონსულტაციო შეხვედრა და მარაგების მართვის მენეჯმენტი პროგნოზების შესაბამისად მოხდება.

„როგორც პისიარ ტესტების მარაგზე, ასევე, ნებისმიერ სხვა მარაგზე და მარაგების შევსებაზე ლუგარის ლაბორატორია და ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს მიმდინარე რეჟიმში. ამ ეტაპზე მარაგი არის საკმარისი და შევსებას ველოდებით უახლოეს დღეებში. ამდენად დეფიციტის რისკს ჩვენ პრაქტიკულად, ვერ ვხედავთ იმ შეფასებებიდან და პროგნოზებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ხელთ არის. სწორედ ამ პროგნოზებთან მიმართებაშიც იგეგმება კიდევ დამატებით საკონსულტაციო შეხვედრა ხვალ, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი კიდევ ერთხელ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე გააკეთებს რევიზიას პროგნოზებისას და შესაბამისად, მოხდება მარაგების მართვის მენეჯმენტიც, თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენ ამ კუთხით პრობლემებს არ ველოდებით,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს