ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია რაიონული დონის კლინიკები, რომლებიც ე.წ. ცხელების ზონას გამოყოფენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, COVID19-თან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით უკვე იდენტიფიცირებულია რაიონული დონის კლინიკები, ვინც ე.წ. ცხელების ზონას გამოყოფს, ან თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, საავადმყოფოს განტვირთავს სხვა პაციენტების გადანაწილების გზით ისე, რომ სრულად მოემსახუროს მხოლოდ ცხელებით პაციენტებს.

როგორც გაბუნიამ ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რაიონული დონის კლინიკები შესაფერისად არიან აღჭურვილები იმისათვის, რომ მათ პაციენტები უსაფრთხოდ მიიღონ.

„ჰოსპიტალური სექტორის მზადება უკვე რამდენიმე თვეა დაიწყო ამ შემთხვევაში, ჩვენ საუბარი გვაქვს როგორც იმ კლინიკებზე, ვინც სრულად გააკეთებს მობილიზებას და უკვე მკურნალობს COVID19-ით დაინფიცირებულ პაციენტებს, ასევე, კლინიკები ვინც მიიღებს და საწყის შეფასებას ჩაუტარებს პაციენტებს ცხელებით. უკანასკნელ ხანებში ჩვენ პრობლემები გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრი კლინიკა უარს ამბობდა ცხელებიანი პაციენტის მიღებაზე და მათი გადამისამართება კლინიკებში ცენტრალიზებულად ხდებოდა. თუმცა, რაიონული დონის კლინიკები შესაფერისად არიან აღჭურვილები იმისათვის, რომ მათ უსაფრთხოდ მიიღონ, საწყისი შეფასება და ტრიაჟი გაუწიონ იმ პაციენტებს, ვინც ცხელებით და რესპირატორული სიმპტომებით მიმართავს მათ. სწორედ ამიტომ, უკვე იდენტიფიცირებულია რაიონული დონის კლინიკები, ვინც ე.წ. ცხელების ზონას გამოყოფს, ან თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, საავადმყოფოს განტვირთავს სხვა პაციენტების გადანაწილების გზით იმგვარად, რომ სრულად მოემსახუროს მხოლოდ ცხელებით პაციენტებს. ასეთი არის ყველა რაიონულ ცენტრში. ჯამში 40-მდე კლინიკა გამოდის. ზოგიერთი რაიონული ცენტრის კლინიკა იმდენად პატარაა, რომ იქ უბრალოდ ვერ მოხერხდება 1-ზე მეტი პაციენტს დაყოვნება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მაქიმალურად შევეცდებით პაციენტები დროულად გადავამისამართოთ, უახლოეს რაიონულ კლინიკაში“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, რაც შეეხება დიდ კლინიკებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია მობილიზებულები არიან იმისიათვის, რომ მხოლოდ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები მართონ, ასეთი კლინიკებიც მზადყოფნაში არიან.

„შემთხვევების რაოდენობის მატებასთან ერთად სრულად უზრუნველყოფენ მხოლოდ COVID19-ზე გადაწყობას იმგვარად, რომ პაციენტები კორონავირუსით მიიღონ და ჩაუტარონ მათ სამკურნალო მომსახურება, რაც ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება. ასეთი კლინიკები კლინიკები იდენტიფიცირებულია: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში. ანუ, რეგიონულად მოცვა საკმაოდ კარგია“, - განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა