პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ორის დაინფიცირების წყარო ჯერ ცნობილი არ არის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ორის დაინფიცირების წყარო ჯერ ცნობილი არ არის. ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, ახლად დაინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეშფოთების საფუძველს არ იძლევა.

„ბოლო ინფიცირებულების მდგომარეობა, ყველასი, ამ ეტაპზე არ იძლევა შეშფოთების საფუძველს. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ამ ბოლო შემთხვევებიდან საინტერესოა ორი შემთხვევა, დანარჩენი ყველა არის უკვე ცნობილი შემთხვევების კონტაქტებს შორის აღმოჩენილი, ორის შემთხვევაში მიმდინარეობს ეპიდკვლევა იმისთვის, რომ დადგინდეს მათი ინფიცირების შესაძლო წყაროები“, - განაცხადა იმნაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა