თამარ გაბუნია - გარდა იმისა, რომ ტესტები დეფიციტურია, ცალსახად არ არის სწორი ფიზიკურ პირს შეეძლოს მისი შესყიდვა და შემდეგ საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება

გარდა იმისა, რომ ტესტები დეფიციტურია, ცალსახად არ არის სწორი ის, რომ ფიზიკურ პირს შეეძლოს თავად ტესტზე ხელმისაწვდომობა, მისი შესყიდვა და შემდეგ საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სამინისტრო ამის რეგულირების ფარგლებში ამზადებს ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც დააწესებს შეზღუდვებს.

„ეს არ არის სწორი. ვფიქრობ, კვირის ბოლომდე გვექნება სრული ჩარჩო. მას შემდეგ რაც ხვალ ალგორითმი დასრულდება, გარკვეული დრო დასჭირდება იმას, რომ ალგორითმის ფარგლებში მოხდეს შეზღუდვების დაწესება, იმაზე თუ ვის აქვს ტესტის შეთავაზების საშუალება, ვისთვის, ვინ არის პასუხისმგებელი ტესტის ხარისხზე, როგორ ხდება პასუხების ვალიდაცია და რა არის ხარისხის კონტროლის ჩარჩო იმისთვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი და საიმედო პასუხი მივიღოთ ნებისმიერი ტესტირებისგან. თუ ტესტი არ არის ამ მახასიათებლების მქონე, ის არ უნდა მოხვდეს სისტემაში და ჩარჩო, რომელიც კვირის ბოლომდე ვფიქრობ, რომ ამოქმედდება, არის ამის გარანტია," - განაცხადა გაბუნიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს