თამარ გაბუნია - ონლაინ-კლინიკების მოდელი კვირის ბოლომდე რეგიონებში გაფართოვდება და თბილისშიც დამატებითი ცენტრები შეიქმნება

ონლაინ-კლინიკების მოდელი კვირის ბოლომდე რეგიონებში გაფართოვდება და თბილისშიც დამატებითი ცენტრები შეიქმნება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გრიპის ვირუსის მქონე პაციენტებისთვის ონლაინ-სერვისების დანერგვის თაობაზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, კიდევ 24 კლინიკაა მომზადებული იმისთვის, რომ პაციენტებისთვის ონლაინ-სერვისის მომსახურებაში ჩაერთონ.

„112-თან დაკავშირებული ონლაინ-კლინიკები გრიპის და ასევე კორონავირუსისთვის პირველი მარტიდან მოქმედებს თბილისში სრულად. 4 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება არის ჩართული მთლიანად ამ პროცესში. დღეს ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ მოდელის გაფართოებაზე. მოდელი მუშაობს ძალიან ეფექტურად და თვალსაჩინოდ უჩვენებს იმ შედეგებს, რაც მან შეიძლება მოიტანოს როგორც გრიპის, ასევე კორონავირუსის შემთხვევის მართვისთვის. მოდელის გაფართოება კვირის ბოლომდე მოხდება რეგიონებშიც და ასევე თბილისის დამატებით ცენტრებში იმ სჭიროებების გათვალისწინებით, რომ შეიძლება ზარების რაოდენობამ მოიმატოს და მხოლოდ 4 ცენტრი აღარ იყოს საჭრო იმისთვის, რომ ეს ზარები ვმართოთ. 24 კლინიკაა იდენტიფიცირებლი, კლინიკები მზად არიან. მათი ტრენინიგი ფაქტობრივად დასრულდა, ამ კვირაში კიდევ დაზუსტდება დამატებითი დეტალები და სისტემა ტესტირების შემდეგ იქნება სრულად მზად იმისთვის, რომ პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, რაც დაუკავშირდება ცხელების შემთხვევაში პაციენტის წუხილს და მისცეს მას სწორი მიმართულება დარჩეს ბინაზე, დაუკავშირდეს სასწრაფოს თუ საჭიროა პაციენტის გადაყვანა ცხელების კლინიკაში ან Covid-ის სამკურნალო კლინიკაში“,- განაცხადა გაბუნიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა