განათლების მინისტრი დარწმუნებულია,რომ პროექტ „ტელესკოლას“ საინტერესო აკადემიური შედეგები ექნება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ტელესკოლის პროექტით მიღებული განათლება ეფექტური იქნება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჩხენკელმა განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ აღნიშნული პლატფორმა საინტერესო აკადემიურ შედეგებს მიაღწევს.

„ამ მეთოდით მიღებული განათლება იქნება აუცილებლად ეფექტური, რადგანაც გაკვეთილებში ჩართული გვყავს ჩვენი საუკეთესო, გამოცდილი პედაგოგები. პროექტი დაიწყო გუშინ და დაიწყო ძალიან წარმატებით. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან წარმატებით გაგრძელდება. უაღრესად საინტერესო გაკვეთილებია შემოქმედებითი მიდგომით და ეს პლატფორმა დარწმუნებული ვარ, მიაღწევს საკმაოდ საინტერესო აკადემიურ შედეგებს. ამ პროექტის ფარგლებში ასევე ტარდება აბიტურიენტის საათი, სადაც წამყვანი სპეციალისტები კონსულტაციებს გაუწევენ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. გაკვეთილები ტარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ხოლო შაბათ-კვირას ტელესკოლა მთელ საზოგადოებას შესთავაზებს ძალიან საინტერესო საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამებს, როგორც საქართველოში მომზადებულს, ასევე უცხოეთში მომზადებულს, რომელიც ნათარგმნია ქართულ ენაზე. ეს საინტერესო იქნება არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვის და მთელი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ჩხენკელმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს