პაატა იმნაძე - არსებობს სწრაფი ტესტები, რომლის პირველი პარტია უკვე შემოსულია - ახლა გამოჩნდა კონტრაქტორი ამერიკული კომპანია, რომლის წარმოების აპარატები მარტივია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს, რა განსხვავებაა მოლეკულურ და სწრაფ ტესტებს შორის. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არსებობს კლასიკური პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტესტი, რომელსაც ლუგარის ლაბორატორია, ინფექციური საავადმყოფოს თბილისის, ბათუმის და ქუთაისის ფილიალები და ასევე ერთ-ერთი კერძო ლაბორატორია ატარებს covid19-ის დიაგნოსტიკისთვის. იმნაძის თქმით, ეს ტესტი არის „ოქროს სტანდარტი“ და სჭირდება რამდენიმე საათი პასუხის მისაღებად.

მისივე განმარტებით, არსებობს რამდენიმე სახის სწრაფი ტესტი, მათ შორის დაჩქარებული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტესტი, ანტიგენის აღმოჩენის წრაფი მარტივი ტესტი და ა.შ. პაატა იმნაძემ ხაზი გაუსვა, რომ გარდა ზემოჩამოთვლილისა, არსებობს მარტივი სწრაფი ტესტები, რომელიც სისხლის წვეთით კეთდება და რომლითაც მსოფლიო ბაზარი გადავსებულია, თუმცა მათი შეძენისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.

„არსებობს კლასიკური მოლეკულური ტესტი, ანუ ის, რასაც ლუგარის ლაბორატორია, ინფექციური საავადმყოფო, ქუთაისის და ბათუმის ფილიალები, თბილისის ერთ-ერთი კერძო ლაბორატორია ატარებს. ესენი ყველა სარგებლობენ ამ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტესტით, რომელიც ძალიან ბევრი დაავადების, მათ შორის კოვიდ 19 - ის დიაგნოსტიკაში არის „ოქროს სტანდარტი“. ამ კლასიკურ ტესტს სჭირდება რამდენიმე საათი იმისათვის, რომ მივიღოთ პასუხი. არსებობს დაჩქარებული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტესტები. ახლა გამოჩნდა ერთ-ერთი ჩვენი კონტრაქტორი კომპანია, რომლის წარმოების აპარატები დახურულ სისტემაში მუშაობს, კარტრიჯებით არის და რომელიც უფრო მარტივია, არ საჭიროებს ძალიან მაღალი კლასის სპეციალისტების ჩართულობას. ეს აპარატი საქართველოში 50 -ია. ეს არის ამერიკული კომპანია, მოგეხსენებათ ახლა იქაც პრობლემებია დიაგნოსტიკაში. გარდა ამისა, იქ დგას ქვეყნების ძალიან დიდი რიგი. როგორც კი შესაძლებელი იქნება ამ ტესტის ამერიკის გარეთ ექსპორტი, ვმუშაობთ, რომ ჩვენც გვქონდეს ისინი.

გარდა ამისა, არსებობს კიდევ სწრაფი ტესტები, რომლის პირველი პარტია უკვე შემოსულია საქართველოში. ეს იქნება ვალიდაციისათვის, თუ რამდენად კარგად იმუშავებს ისინი. ვიცით, რომ საკმაოდ კარგი ტესტია, თუმცა მას მაინც სჭირდება გარკვეული აპარატი, რომელიც მის შედეგს უფრო ხილულს ხდის. ცოტა სხვა ტექნოლოგიებით გაკეთებული სწრაფი ტესტია. გარდა ამისა, არსებობს მარტივი სწრაფი ტესტები, რომელიც საქართველოში ბევრს აქვს ნანახი, იგივე, ვისაც C ჰეპატიტის კვლევა ჩაუტარებია. ეს სისხლის წვეთით (ან ვენური სისხლით) კეთდება და არის ანტისხეულების, ანუ ორგანიზმის პასუხის აღმომჩენი ტესტები. მსოფლიო ბაზარი გადაივსო ასეთი ტესტებით, თუმცა მათი შეძენა ძალიან ძალიან დიდ სიფრთხილეს საჭიროებს. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ანტიგენის აღმოჩენის წრაფი მარტივი ტესტი, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ კორეას აქვს. თვითონ მასაც ძალიან შეზღუდული რაოდენობით აქვს ეს ანტიგენის ტესტები,“ - განაცხადა იმნაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო