სერგო ჩიხლაძე - სადიაგნოსტიკო პუნქტები უნდა გაიშალოს, დროულად შემოვიდეს ტესტები, მოხდეს ამის ლოჯისტიკა და ეფექტურად ორგანიზება

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, სახელმწიფომ დროულად უნდა მოახერხოს „სადიაგნოსტიკო პუნქტების გაშლა ქვეყანაში, დროულად უნდა შემოიტანოს ტესტები და უნდა მოხდეს ამის ეფექტურად ლოჯისტიკა“.

როგორც "ახალი საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჩიხლაძის თქმით, პატარა ქვეყნის პირობებში, ამის მენეჯმენტი ადვილია და დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

"ეს არ არის მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის პრობლემა, ეს არ არის მხოლოდ ექიმების პრობლემა. ძალიან კარგია, ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ექიმები, ძალიან კარგად მიმდინარეობს ეპიცზედამხედველობა, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. ეს არის მულტიკომპონენტური პრობლემა, რომელშიც ჩართულია ეკონომიკა, შსს, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ზუსტად კრიზისების მართვა ასეთი სიტუაციების დროს გულისხმობს სხვადასხვა უწყების ჩართულობას. ის, რომ სადიაგნოსტიკო პუნქტები უნდა გაიშალოს ქვეყანაში, დროულად შემოვიდეს ტესტები და უნდა მოხდეს ამის ლოჯისტიკა ეფექტურად, ვთქვათ შსს, ჯარის და ა.შ. ჩართულობით, ეს ხომ არ არის რომელიმე კონკრეტული ექიმის მოვალეობა? - ეს არის სახელმწიფოს, მთავრობის და სამინისტროების მოვალეობა და ზუსტად ამიტომ ახლა არის დრო პროაქტიული ქმედებების. შევხედოთ თუნდაც იტალიაში რა ხდება, რომელიც ჩვენზე გაცილებით მდიდარია, ამის ნიველირება და განეიტრალება შეიძლება პროაქტიული ქმედებებით. ის, რომ 3,5 მლნ მოსახლეობა გვყავს, ამ შემთხვევაში კარგია, იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ორგანიზება და ამის მოდელირება პატარა ქვეყანაზე გაცილებით შესაძლებელია, რაც შეიძლება ვერ მოხდეს 100 მლნ-იანი მოსახლეობის მქონე ქვეყნების პირობებში. ამიტომ უპირატესობა გამოვიყენოთ, მთავარია დროულად ვიმოქმედოთ და არ დავკარგოთ არცერთი დღე, იმიტომ, რომ ბევრნაირი სცენარი შეიძლება განვითარდეს, მაგრამ კარგი სცენარის პირობებშიც სერიოზული პრობლემები გვექნება, თუ ამას დროულად არ მივხედეთ", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო