ლევან გოფოძე - შიდა გადადებაა უკვე - სამედიცინო პერსონალიდან დაწყებული, ჟურნალისტების ჩათვლით, ყველას სიფრთხილე გვმართებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსის შიდა გადაცემისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. მან ჟურნალისტები გააფრთხილა, რომ სამედიცინო პერსონალთან ერთად, ისინიც ამ თვალსაზრისით მაღალი რისკის ჯგუფში შედიან.

გოფოძის თქმით, შიდა გადადების დროს კონტაქტების დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

„შიდა გადადება არის უკვე, ამიტომაც ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. დაწყებული სამედიცინო პერსონალიდან, ჟურნალისტებს ყოველდღე გაფრთხილებთ, რადგან თქვენც საკმაოდ მაღალი რისკის კონტინგენტს მიეკუთვნებით. რა თქმა უნდა, მოსახლეობაც. დარჩით სახლში, დაიცავით სოციალური დისტანცირება და მაქსიმალურად შევზღუდოთ კონტაქტები, რადგან შიდა გადაცემა ყველაზე დიდი პრობლემაა. როდესაც ზუსტად ვიცით, ვინ საიდან ჩამოვიდა, რა ჩამოიტანა და როგორ, მათი მართვა შედარებით ადვილია, რადგან კონტაქტების დადგენა ადვილია. შიდა გადადების დროს კონტაქტების დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, ვისგან მივიღეთ არ ვიცით და ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. საგანგებო სიტუაციების გამკაცრების მიზეზი ისაა, რომ შიდა გადაცემის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა“,-აცხადებს გოფოძე.

მისი თქმით, უსიმპტომო პაციენტიდან კორონავირუსის გადადების რისკი მაღალია, ამიტომ მოქალაქეებმა სიფრთხლე უნდა გამოიჩინონ და დაიცვან სოციალური დისტანცია.

„რა თქმა უნდა, რისკი მაღალია. უსიმპტომო პაციენტი ინფიცირებულია, მაგრამ სიმპტომები არ აქვს. სამწუხაროდ, კორონავირუსისთვის დამახასიათებელია უსიმპტომოდ მიმდინარეობა ან მსუბუქი ფორმები, რასაც შეიძლება ადამიანი ყურადღებას არ აქცევდეს, რომ ინფიცირებულია. სწორედ ამიტომ არის, რომ საუკეთესო საშუალება დისტანცირებაა. გრძნობ თუ არ გრძნობ, მაქსიმალურად ფრთხილად იყავი. დაიცავი შენი თანამოქალაქეები, თანამოძმები შენი კონტაქტისგან, ეს ძალიან მნიშველოვანია“,-აცხადებს გოფოძე.

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ანა დოლიძე - მჯერა, რომ უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლას  აქვს აზრი
„თეგეტა მოტორსი“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
სამსუნგის 8K რეზოლუციის ტელევიზორების ლაინაფით ახალ მწვერვალებს იპყრობს
მერაბ ჭიქაშვილი - როგორ შეიძლება კადრების ისე დადგმა, რომ მასში მონაწილეობა მაღალი თანამადებობის პირებს მიაღებინო? (R)
კახა ძაგანია - "ნაცმოძრაობის" მმართველობისას ყველაზე მეტი გარდაცვლილი პატიმარი იყო და ამაზე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია წერდა (R)
გიორგი ლომია - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც სამართლიანობას აღადგენს (R)
ირმა ინაშვილი - ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ გამარჯვება წაგვართვან! (R)