გიორგი კანდელაკი - საკონსტიტუციო სასამართლოში „კლანის“ წარმომადგენლის მალულად გაძვრენის მცდელობა უღირსი საქციელი და საგანგებო მდგომარეობის სულისკვეთების დარღვევაა

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, მაშინ, როდესაც ქვეყანა საგანგებო მდგომარეობაშია და ერთიანია ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, საკონსტიტუციო სასამართლოში „კლანის წევრი მოსამართლის გაძვრენის მცდელობა“ უღირსი საქციელია.

მისი თქმით, ეს საქციელი არის საგანგებო სიტუაციის სულისკვეთების სრული დარღვევა და საზოგადოების უპატივცემულობა.

„მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება, ყველანი გვერდში ვუდგავართ ჩვენი სამედიცინო სფეროს მუშაკებს, ამ ექსტრაორდინალურ ვითარებაში და ვზიდავთ აი ამ ტვირთს, ამის ფონზე, მალულად, ქურდულად მე ასე ვიტყოდი, კლანის წარმომადგენლის გაძვრენის მცდელობა საკონსტიტუციო სასამართლოში არის, უღირსი საქციელი, არის საგანგებო მდგომარეობის სულისკვეთების დარღვევა და მთლიანად საზოგადოების უპატივცემულობა. ყველა ის საკითხი, მათ შორის სასამართლო სფეროში, რამაც გააერთიანა საზოგადოება ცვლილებების სურვილით და მთელმა ოპოზიციამ ხელი მოაწერა რეფორმების ჩარჩოს, სასამართლო ხელისუფლებისა არსად არ წასულა, მაგრამ ახალა, როდესაც ჩვენ ვართ ერთიანნი კორონავირუსთან ბრძოლაში და სრულიად საგანგებო ვითარებაში, ამ დროს კლანის წარმომადგენლის გაძვრენის მცდელობა არის უღირსი საქციელი“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა