გიორგი ვაშაძე - "ქართული ოცნების" ინტერესია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე დროულად შეარჩიონ

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის არჩევნებს "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ეხმაურება. მისი შეფასებით, ოპოზიციურმა პარტიებმა კონსენსუსის საფუძველზე ხელი მოაწერეს საკონსტიტუციო და ზოგადად, სასამართლო რეფორმის პაკეტს, სადაც საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლო უნდა გაერთიანდეს.

ამასთან, ვაშაძე მიიჩნევს, რომ დღეს დაჩქარებულად მიმდინარე პროცესი დროებითია. "იქ, სადაც "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური ინტერესი აქვს, პირიქით, დაჩქარებულად მიდიან. რა თქმა უნდა, მათი ინტერესია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე დროულად შეარჩიონ, მაგრამ ყველაზე მეტად მაიმედებს ის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ყველამ ერთად ხელი მოვაწერეთ საკონსტიტუციო და ზოგადად, სასამართლო რეფორმის პაკეტს, სადაც საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლო უნდა გაერთიანდეს. სწორედ ეს ცვლილება მთლიანად შეცვლის ვითარებას, რომელიც დღეს სასამართლო სისტემაში არსებობს. ეს არის ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსენსუსი და ჩვენ მის განხორციელებას დავიწყებთ. დღეს რაც არ უნდა დააჩქარონ, ეს ყველაფერი დროებითია", -აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა