სააკაშვილი - გადაწყვეტილება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვაზე საეჭვო ღონისძიებაა - ნუ მისცემთ ბანკებს საშუალებას, იშოვონ მილიონები

ვალუტის გამდაცვლელი პუნქტების დახურვა მთლიანად კლავს კონკურენციას სავალუტო ბაზარზე და ხელებს უხსნის ბანკების მონოპოლიას ამ სეგმენტში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ვალდებულები არიან, დააწესონ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის მინიმალურად დაბალი და ფიქსირებული მარჟა.

“საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვის შესახებ ფრიად საეჭვო ღონისძიებაა, რომელიც მთლიანად კლავს კონკურენციას სავალუტო ბაზარზე და ხელებს უხსნის ბანკების მონოპოლიას ამ სეგმენტში, რაც უკიდურესად უარყოფითად აისახება განსაცდელში ჩავარდნილ მოქალაქეებზე. შესაბამისად, ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ვალდებულნი არიან, დააწესონ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის მინიმალურად დაბალი და ფიქსირებული მარჟა, რათა დავიცვათ მოქალაქეთა ინტერესები და მთლიანად შევზღუდოთ ბანკების მტაცებლური სპეკულატიური ინტერესები. დღეს უნდა ვზრუნავდეთ მოქალაქეთა ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე და არა ბანკების გამდიდრებაზე. ნუ მისცემთ ბანკებს იმის საშუალებას, რომ ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს მოქალაქეთა ხარჯზე იშოვონ მილიონები. არ ეყოთ რაც ძარცვეს აქამდე? ეს უპატიებელი დანაშაული იქნება ქვეყნისა და ერის წინაშე”, - წერს სააკაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა