მამუკა მდინარაძე  - მგონი, ყველა დარწმუნდა, რომ დღეს ქართული სახელმწიფო აკეთებს იმაზე მეტს, ვიდრე ვინმეს ოდესმე წარმოედგინა

მე მგონი, ყველა დარწმუნდა, რომ დღეს ქართული სახელმწიფო აკეთებს იმაზე მეტს, ვიდრე ვინმეს ოდესმე წარმოედგინა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა გარკვეული წარმატებები უკვე უზრუნველყო. როგორც მდინარაძე აცხადებს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქე ერთმანეთის ინფორმირებაში ჩაერთოს.

„მე მგონი, ყველა დარწმუნდა, რომ დღეს ქართული სახელმწიფო აკეთებს იმაზე მეტს, ვიდრე ვინმეს ოდესმე წარმოედგინა ამ ქვეყანაში და შეიძლება, მის გარეთაც. თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა გარკვეული წარმატებები უკვე უზრუნველყო. ახლა იმდენად ბევრია მოქალაქეებზე დამოკიდებული, რომ შეიძლება მათაც ვერ წარმოუდგენიათ. ვფიქრობ, ყველა ადამიანი, გარდა იმისა, რომ იზიარებს რეკომენდაციებს და რჩება სახლში, უნდა ჩაერთოს იმ კამპანიაში, რასაც ერთმანეთის ინფორმირება ჰქვია. ეს იქნება ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, საჯარო მოხელე თუ სხვა ვინმე - ყველა უნდა ჩავერთოთ იმ კამპანიაში, რასაც ჰქვია რეკომენდაციების შესრულებაზე ინფორმირებულობა, ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმირებულობა. ინფორმირებული მოქალაქე საკუთარ თავსაც უკეთ დაიცავს და იმასაც უზრუნველყოფს, რომ სხვას გაუფრთხილდეს. ვფიქრობ, საგანგებო მდგომარეობის კონკეტულმა დათქმებმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს და მეორე მხრივ, თუ რაღაც დეტალებზე კიდევ უფრო მეტი სიმკაცრე იქნება გამოსაჩენი, ეს თანმიმდევრულ მოქმედებებში ჩაჯდება. თუ ამის საჭიროება იქნება, სახელმწიფო არც ამაზე დაიხევს უკან,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს