დავით ბაქრაძე - იმ დროს, როცა ცხადდება კარანტინი, რით უნდა გაიტანოს თავი სახლში დარჩენილმა მოსახლეობამ?

„ჩვენ ვხედავთ ჯანდაცვის სფეროში გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ ვერ ვხედავთ ვერც ერთ ნაბიჯს, რომელიც ადამიანებს გაუადვილებს კორონავირუსის ეკონომიკურ ეფექტთან ბრძოლას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური მიმართულებით ხელისუფლებისგან ჯერ მხოლოდ დაპირებები ისმის.

“იმ დროს, როდესაც ცხადდება კარანტინი, ადამიანები აღარ დადიან სამსახურში, მასიურად ხალხს უწევს სახლში დარჩენა, განსაკუთრებით მწვავეა საკითხი - რითი უნდა გაიტანოს თავი სახლში დარჩენილმა მოსახლეობამ? რითი უნდა გაიტანონ თავი იმ ადამიანებმა, ვინც შეამცირეს და გაუშვეს სამსახურიდან? ვინც ფორმალურად ჯერ კიდევ სამსახურშია, მაგრამ სახლშია და არ იცის, შემდეგი თვის ხელფასს აიღებს თუ არა? ეს არის უმწვავესი პრობლემა და სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ჯერჯერობით ხელისუფლებისგან დაპირების მეტი არაფერი არ გვესმის. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ძალიან კომპლექსური და სეროზული გეგმა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ჩვენი გეგმის მიხედვით, უნდა მოხდეს ბიუჯეტის გადაწყობა მიმდინარე საჭიროებაზე. უნდა შეიკვეცოს ყველა ზედმეტი ხარჯი ბიუჯეტში და ეს გამოთავისუფლებული თანხა უნდა წავიდეს სწორად გაჭირვებული ხალხის დასახმარებლად. ეს უნდა იყოს სპეციალური დახმარება სახლში უხელფასოდ გაშვებული ადამიანებისთვის და სახელმწიფომ რვა თვის განმავლობაში უნდა აუნაზღაუროს ხელფასის 50%. ეს უნდა იყოს :120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი, 200 ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულების, პენსიონერების და სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, ეს უნდა იყოს საპენსიო შენატანების შეჩერება და საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის გაცემა, ეს უნდა იყოს გადასახადების შემცირება.

„ევროპულ საქართველოს“ აქვს კომპლექსური, გათვლილი გეგმა ხარჯებით, წყაროებით, დაფინანსების გზებით და რაც უფრო სწრაფად დაიწყებს ხელისუფლება ასეთი გეგმის განხილვას, მით უფრო გაუადვილდება ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას იმ უმძიმესი ეკონომიკური ეფექტის გადატანა, რომელსაც აუცილებლად მოიტანს კორონავირუსი“, - აცხადებს ბაქრაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს