მამუკა მდინარაძე - თავი დავანებოთ პოლიტიკურ კინკლაობას, ამის დრო ძალიან მალე მოვა არჩევნებამდე და მერე ვიჩხუბოთ პოლიტიკურად, ეს ოპონენტებსაც კარგად გამოსდით და ჩვენც

ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნება, სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით ზედმეტ სპეკულაციებს თავი დავანებოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სწრაფ ტესტებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, როცა ამის საჭიროება იქნება, სპეციალისტები სწრაფ ტესტებს გამოიყენებენ და გარკვეულმა ჯგუფებმა ბიზნესის თუ პოლიტიკური ინტერესების ლობირებას თავი უნდა დაანებონ. მდინარაძის თქმით, პოლიტიკური კინკლაობის დრო ახლა არ არის და საერთო გამოწვევას ყველა ერთად უნდა ებრძოლოს.

„ვფიქრობ, გარკვეულმა ჯგუფებმა თავი უნდა დაანებონ კონკრეტული ბიზნესინტერესების თუ პოლიტიკური ინტერესების ლობირებას, ახლა ამის დრო არ არის. იმ ხალხს, ვინც ამას აკეთებს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს შორის, მე დაავადებათა კონტროლის ცენტრს უფრო ვენდობი. შესაბამისად, როცა ამის საჭიროება იქნება, ისინი გამოიყენებენ სწრაფ ტესტებს და მოდით, ვინც იცის ეს საქმე, იმათ მივანდოთ. ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნება, ზედმეტ სპეკულაციებს ამასთან დაკავშირებით თავი დავანებოთ. ზოგადად, თავი დავანებოთ პოლიტიკურ კინკლაობას. ამის დრო ძალიან მალე მოვა არჩევნებამდე და მერე ვიჩხუბოთ პოლიტიკურად, ეს ოპონენტებსაც კარგად გამოსდით და ჩვენც. ახლა ამის დრო არ არის. ყველამ საერთო გამოწვევას უნდა ვებრძოლოთ. ამას რომ დავამარცხებთ, მერე გავაგრძელოთ პოლიტიკური კინკლაობა,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო