„ბილაინის“ აბონენტებს „საქართველოს ბანკის“ მობილბანკით სარგებლობა ინტერნეტის გარეშე შეუძლიათ

„ბილაინის“ აბონენტებს უკვე შეუძლიათ „საქართველოს ბანკის“ მობილბანკით ინტერნეტის დახარჯვის გარეშე ისარგებლონ და მიიღონ ყველა საჭირო საბანკო მომსახურება ონლაინ. ამის შესახებ „ინტერპრესნუსს“ კომპანია „ბილაინიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ მობილური აპლიკაციის გამოყენებისას, „ბილაინის“ მომხმარებელს საბანკო ოპერაციების განხორციელებას იმ შემთხვევაშიც შეძლებს, თუ ინტერნეტის ბალანსზე არაფერი ერიცხება.

„საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურ მონაწილეობას. მომხმარებელთა კომფორტისთვისა და სახლში დარჩენის მოტივაციისთვის, „ბილაინის“ აბონენტებს უკვე შეუძლიათ „საქართველოს ბანკის“ მობილბანკით ინტერნეტის დახარჯვის გარეშე ისარგებლონ და მიიღონ ყველა საჭირო საბანკო მომსახურება ონლაინ. შედეგად, „საქართველოს ბანკის“ მობილური აპლიკაციის გამოყენებისას, „ბილაინის“ მომხმარებელს არ დაეხარჯება ინტერნეტი და საბანკო ოპერაციების განხორციელებას იმ შემთხვევაშიც შეძლებს, თუ ინტერნეტის ბალანსზე არაფერი ერიცხება.

„ბილაინის“ სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია ციფრული პროდუქტების განვითარება და მხარდაჭერა როგორც კომპანიის შიგნით, ასევე პარტნიორებთან თანამშრომლობით. Covid-19-ის ქვეყანაში აღმოჩენისთანავე ბილაინმა დაიწყო პრევენციული ზომების მიღება და სადღეისოდ, კომპანია სრულადაა გადასული დისტანციურ მუშაობაზე, სატელეფონო ცენტრის ჩათვლით. მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ „ბილაინის“ ყველა მომსახურება სახლიდან გაუსვლელად, ციფრული არხებით: აპლიკაციით MyBeeline, განახლებული ვებგვერდით www.beeline.ge, ასევე facebook-ისა და ონლაინ ჩატებით. აბონენტებისთვის ჩვეულებრივადაა ხელმისაწვდომი ბილაინის სატელეფონო ცენტრიც”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო