სერგი კაპანაძე - ფოთში ღრმაწყლოვანი პორტისთვის მიწათსარგებლობის ნებართვის გაცემა, ზრდის ეჭვებს, რომ ანაკლიის მშენებლობა მთავრობის ინტერესში არაა

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის შეფასებით, მთავრობის მხრიდან ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის მიწათსარგებლობის ნებართვის გაცემა კიდევ უფრო ზრდის ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა მთავრობის ინტერესში არ არის.

„ის არათანმიმდევრული დამოკიდებულება, კონკრეტულად ფოთის პორტის ტერმინალის, კონკრეტულად მათ მიმართ გაცემული მიწათსარგებლობის უფლებაზე და ზოგადად, ის რაც მოხდა ანაკლიასთან მიმართებით, პირდაპირ აჩვენებს, რომ სახელმწიფოს ინტერესი შეეცვალა. ჯამში, ეს ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისათვის. მითუმეტეს, ახლა ამისთვის მოცლა ხელისუფლების მხრიდან, როდესაც ყველა კორონავირუსთან ბრძოლით არის დაკავებული კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ უპასუხისმგებლობაზე და არაკომპეტენტურობაზე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ,რომ „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის მიწათსარგებლობის ნებართვა მიიღო, რაც სამშენებლო ნებართვის მიღების პროცესის დასაწყისია. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ფოთის პორტის ვალდებულებაა, უახლოესი 2 წლის განმავლობაში 350 მილიონი დოლარის ინვესტირება და, მინიმუმ, მშენებლობის ეტაპზე 1500 სამუშაო ადგილის შექმნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა