მამუკა მდინარაძე - ვფიქრობ, როგორც ეკლესია, ასევე საზოგადოების მთელი სპექტრი ყველა რეკომენდაციას გაგებით უნდა შეხვდეს

ეკლესიასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმეტეს შემთხვევაში ზედმიწევნით სრულდება რეკომენდაციები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ხელისუფლების მიერ გაცემული შეზღუდვებისა და რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეკლესიაც და საზოგადოების მთელი სპექტრიც ყველა რეკომენდაციას გაგებით უნდა შეხვდეს.

„ვხედავთ, რა მოცემულობა გვაქვს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. არის დარღვევების ინდივიდუალური შემთხვევები სუპერმარკეტებში იქნება, ეკლესიის მიმდებარედ თუ სხვაგან. თუმცა ეკლესიასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმეტეს შემთხვევაში ზედმიწევნით სრულდება რეკომენდაციები. ნახეთ, ალბათ, ფოტოებიც და ვიდეოებიც როგორ იცავს მრევლი დისტანციას, რისთვისაც მხოლოდ და მხოლოდ მადლობა უნდა გადავუხადოთ. ვფიქრობ, როგორც ეკლესია, ასევე საზოგადოების მთელი სპექტრი ყველა რეკომენდაციას უნდა შეხვდეს გაგებით და ყველა რეკომენდაცია უნდა შეასრულოს იმისათვის, რომ საერთო ინტერესზე ვილაპარაკოთ. რისკები რაც შეიძლება მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო