მამუკა მდინარაძე - გვახსოვს, მსგავსი სიები ადრეც რამდენჯერმე გამოქვეყნდა და მაშინაც ჰაკერულ თავდასხმებზე მიუთითებდნენ - ეს სიები ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს ვერავის

გვახსოვს მსგავსი სიები ადრეც რამდენჯერმე გამოქვეყნდა და მაშინაც ჰაკერულ თავდასხმებზე მიუთითებდნენ. ეს სიები ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს ვერავის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ამომრჩევლების მონაცემების ჰაკერულ საიტზე განთავსების შესახებ ინფორმაციას. მდინარაძის თქმით, ეს არის ძველი სიები და ამაზე დღეს საუბარი არასერიოზულია. მისივე შეფასებით, ეს ხელოვნურად ატეხილი ახალი აჟიოტაჟია.

„მეჩვენება, რომ ეს ხელოვნურად ატეხილი ახალი აჟიოტაჟი და ახალი კამპანიაა, რასაც რეალობასთან შეხება არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ გვახსოვს მსგავსი სიები (თუ იდენტური არა) ადრეც რამდენჯერმე გამოქვეყნდა და მაშინაც ჰაკერულ თავდასხმებზე მიუთითებდნენ. მაშინ ითქვა, რომ ეს იყო 2011 წელს გატანილი რაღაც სიები, სადაც ასევე რაღაც შესწორებები იყო შეტანილი. ეს სიები ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს ვერავის. საბანკო გადარიცხვებზე და ოპერაციებზე შეუძლებელია ლაპარაკი. ეს რისკი საერთოდ არ დგას. ძველი სიებია, განუახლებელია, გარდაცვლილი ადამიანებიც არიან იმ სიაში და ამაზე დღეს საუბარი არასერიოზულია. ყოველ შემთხვევაში შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ ამაზე დეტალური მოკვლევა მიმდინარეობს და თუკი იქ რამე რისკი იქნება, ამ რისკსაც გამორიცხავენ და შედეგებსაც დადებენ,“ - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პორტალ zdnet.com-ის ინფორმაციით, 28 მარტს, ჰაკერების საიტზე ქართველი ამომრჩევლის მონაცემთა ბაზა გამოქვეყნდა, რომელიც მოიცავს პირად მონაცემებს - პირად ნომრებს, ტელეფონის ნომრებს, დაბადების თარიღებს. აღნიშნულ ბაზაში იძებნება მონაცემები გარდაცვლილი მოქალაქეების შესახებაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო