პორტუგალიამ მიგრანტებსა და თავშესაფრის მაძიებლებს დროებით მოქალაქეობის უფლება მიანიჭა

პორტუგალიამ მიგრანტებსა და თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც ქვეყანაში იმყოფებოდნენ დროებით მოქალაქეობის უფლება მიანიჭა. აღნიშნული ზომით, ყველა მათგანს საშუალება ექნება ისარგებლონ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემით კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში.

CNN-ის ინფორმაციით, ყველა მიგრანტსა და თავშესაფრის მაძიებელს ექნება მოქალაქეობის დროებითი უფლება, რომელიც პორტუგალიის სახელმწიფოს ფარგლებში იფუნქციონირებს.

ცნობისთვის, პორტუგალიაში ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული 6408 შემთხვევაა აღრიცხული. დაღუპულთა რაოდდენობამ 140 შეადგინა, ხოლო 43 პაციენტი საავადმყოფოებიდან გაეწერა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს