"სინერჯი კაპიტალმა" პორტფელის ახალი პრეისკურანტი გამოუშვა

"სინერჯი კაპიტალის" პორტფელის განახლებულ პრეისკურანტში კომპანიები გაზრდილი ღირებულებითაა წარმოდგენილი. პრეისკურანტი 6 აპრილიდან შევა ძალაში.

„პორტფელის ჯამური ღირებულება გაზრდილია, ვინაიდან კომპანიების შედეგების დინამიკა მზარდია. ჩვენი პორტფელის კომპანიების უმეტესობა კრიტიკულ როლს ასრულებს საზოგადოებისთვის დღეს, მათ ახალ რეალობაში უწევთ გაზრდილი დატვირთვების პირობებში მუშაობა და პროგნოზით მათი ზრდა გაგრძელდება. ეს ეხება სასურსათო და ფარმაციის სექტორებს. ჰორეკას კომპანიებზე კი, სადაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ფიზიკურად დახურვა მოუწიათ ობიექტებს, ვინარჩუნებთ გუნდებს მაქსიმალურად, რადგან მთავარი აქტივი ადამიანებია ჩვენთვის. პარალელურად ვაგრძელებთ აქტიურად ახალი კომპანიების დამატებას, ვინაიდან დღეს ჩვენი მხრიდან ქვეყნის ეკონომიკისთვის ყველაზე დიდი ხელშეწყობა, სწორედ კომპანიების ყიდვა და მათ გადარჩენაზე და გაზრდაზე ზრუნვა მიგვაჩნია. ვფიქრობთ, რომ დღეს სახლებიდან ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი და ამიტომ არ უნდა გავშეშდეთ და ვიმოქმედოთ ამ რეჟიმში, ვისაც როგორ შეგვიძლია, რომ რაც შეიძლება მომზადებული ვიყოთ პოსტ-კორონა პერიოდისთვის“, - აცხადებენ სინერჯი კაპიტალში.

სინერჯი კაპიტალის პრეისკურანტი ამ დროისთვის მოიცავს 20-მდე მზარდ კომპანიას, რომელთა გასაყიდი წილები 1%, 5% და 10%-ებად არის დაყოფილი და 1500$-იდან იწყება. პრეისკურანტი ხელმისაწვდომია მხოლოდ განსაზღვრული ადამიანებისთვის, ინდივიდუალური შეთავაზების გზით.

აღნიშნულ ინფორმაციას "სინერჯი კაპიტალი" ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო