მძღოლებს ავტომანქანების ტექინსპექტირების გასავლელად საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ 60-დღიანი ვადა ექნებათ

იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც ტექინსპექტირების გავლა საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში უწევდათ, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ 60 კალენდარული დღე ექნებათ.

შესაბამისი ცვლილებები საქართველოს მთავრობის 2017 წელს მიღებულ დადგენილებაში შევიდა.

დოკუმენტის მიხედვით, ეს ეხება როგორც პირველად, ასევე განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებას.

"იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (პირველადი/განმეორებითი), რომლის ვადა შეჩერდა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, უნდა ჩატარდეს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ განმეორებითი ინსპექტირების ვადა ემთხვევა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადას, სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირება აღნიშნულ 60 კალენდარული დღის ვადაში იმავე ინსპექტირების ცენტრში, რომელშიც ჩატარდა პირველადი ინსპექტირება, თავისუფლდება მომსახურების საფასურისაგან,“ - ნათქვამია დადგენილებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა