კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, პანამაში ქალებსა და მამაკაცებს სახლიდან გასვლა სხვადასხვა დღეებში შეეძლებათ, კვირა დღეს კი ყველა სახლში დარჩება

პანამამ კორონავირუსთან ბრძოლის უპრეცეტენდო გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტ ლორენსო კორტიზოს ინფორმაციით, გამოიყოფა დღეები, როცა მხოლოდ ქალებს ან მხოლოდ მამაკაცებს შეეძლებათ გარეთ გასვლა.

„პირველი აპრილიდან, ქალები საჭმლის საყიდლად სახლიდან გასვლას შეძლებენ ორშაბათობით, ოთხშაბათობით და პარასკევობით, ხოლო მამაკაცები სამშაბათობით, ხუთშაბათობით და შაბათობით. რაც შეეხება კვირას. ყველა დარჩება სახლში“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, პანამაში კორონავირუსის სულ 1000 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა