კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია, მძღოლები კუთვნილ ხელფასს მიიღებენ

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია, მძღოლები კუთვნილ სახელფასო ანაზღაურებას მაინც მიიღებენ.

„რა თქმა უნდა, ისინი ჩვენი თანამშროლები არიან და ჩვეულებრივ, თავიანთ სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით დღეს დილის 08:00 საათიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინ გამოაცხადა და განმარტა, რომ აკრძალვა ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დაწესდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა