კომპანია „შილდამ“ და ფონდმა „ქართული გალობა“ გამგეობებს მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათი გადასცა

კომპანია „შილდამ“ და ფონდმა „ქართული გალობა“ თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო.

მათივე ცნობით, თბილისის მერმა პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების აქცია გრძელდება და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„ვაგრძელებთ ჩვენ აქტივობებს, რომ დავეხმაროთ იმ ოჯახებსა და ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და დღეს ჩვენი თანადგომა სჭირდებათ. დღეს 1000 ოჯახისთვის კომპანია „შილდამ“ და ფონდმა „ქართული გალობა“ შესაბამისი პროდუქტები გადმოგვცა, რომლის მიწოდება ამ ოჯახებისთვის თბილისის ათივე რაიონში დღესვე დაიწყება. მათ მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ძალიან დიდია ბიზნესის მხრიდან სურვილი ჩაერთონ ამ ღონისძიებებში, რასაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ასევე, აქტიურობენ რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც დიდ მადლობას ვუხდი. ისინიც თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ჩართული არიან ამ პროგრამაში, იღებენ მონაწილეობას და ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელი შეუწყონ ასეთი ოჯახების დახმარებასა და თანადგომას. ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნულ პროექტს და ყველას, ვისაც სურვილი აქვს, შეგიძლიათ, მოგვმართოთ, დაგვიკავშირდეთ და თქვენც ჩაერთოთ ამ პროექტში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტისა და პირველადი საჭიროების ნივთების გარდა, ფონმა „ქართული გალობა“ გამგეობებს 2000 ცალი პირბადე გადასცა.

„თბილისის მერიის მხრიდან ძალიან სწორი და დროული აქციაა. დიდი სიამოვნებით ჩავერთეთ პროექტში და 1000 ოჯახს მიზნობრივად დავეხმარებით. ეს არის ის ჯგუფი, ვისაც შექმნილ სიტუაციაში დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა კომპანია „შილდას“ დამფუძნებელმა, მიხეილ ჩხარტიშვილმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტისა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გრძელდება. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათების გადაცემის პროცესს რაიონის გამგებლები და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს