ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის მარნეულელი ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის მარნეულელი ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა და სავარაუდოდ, მას დღეს საღამოს მოხსნიან ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან.

„რაც შეეხება ძველ პაციენტებს, მდგომარეობა სტაბილურია. მარნეულიდან ჩამოყვანილი 62 წლის ქალბატონის მდგომარეობა გაუმჯობესდა და გვყავს აპარატიდან მოხსნის რეჟიმში. ჯერ არ მოგვიხსნია, მაგრამ თუ ყველაფერი კარგად იქნა ალბათ, საღამოსკენ მოვხსნით. რაც შეეხება მეორე, 80 წლის ქალბატონს, რომელიც ასევე აპარატულ სუნთქვაზე იყო, მისი პარამეტრებიც უკეთესობისკენ გავამარტივეთ. ბოლნისიდან ჩამოყვანილი ორსული ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პრობლემა არ გვაქვს. რაც შეეხება 15 მარტს შემოყვანილ პაციენტს, გუშინ ავიღეთ ტესტი და უარყოფითი იყო, დღეს ავიღეთ მეორე ტესტი და პასუხს საღამოს ველოდებით“,- განაცხადა ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებთან პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო