თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ მარნეულიდან კორონავირუსით ინფიცირებული ორი ქალი შეიყვანეს, მათგან ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მართვით სუნთქვაზეა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი კორონავირუსის ინფექციით მარნეულიდან ორი ქალბატონი შეიყვანეს, ორივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის მათ კლინიკაში სულ 73 პაციენტია, აქედან კი 19 პაციენტი ახალი კორონავირუსითაა ინფიცირებული.

„2 პაციენტი დაგვემატა. ეს ორი პაციენტი მარნეულიდან ჩამოყვანილი ქალბატონია. ერთი არის უკიდურესად მძიმე, კრიტიკულ მდგომარეობაში და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე, აპარატზეა გადაყვანილი. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ორივე დადასტურებულია იქ, სწრაფი ტესტის საშუალებით და ჩვენთან მოვიდა, როგორც დადასტურებული შემთხვევები. მეორე ქალბატონი მძიმეა, მაგრამ რჩება ინტენსიური თერაპიის ბლოკში“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა