თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი - ცოტა უფრო მეტად გვყავს შემოსილი თანამშრომლები, ვიდრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას უწერია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მედპერსონალი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის მიხედვითა შემოსილი და „შეიძლება ცოტა უფრო მეტადაც“.

ტურძელაძის განმარტებით, ჯანმო-ს ბოლო რეკომენდაციით, საკმარისია ქუდი, ნიღაბი, სათვალე, ხელთათმანი, ბახილი და ერთჯერადი ხალათი, რომელიც უკან იკვრება.

„ჩვენ ზუსტად ისე გვყავს დაცული თანამშრომლები, ჩვენი ექთნები და ექიმები, როგორც გვასწავლის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. ჩვენ ზუსტად მივყვებით იმ პროტოკოლს. ზუსტად ისეთი ჩაცმული გვყავს, შეიძლება ცოტა მეტადაც იმიტომ, რომ ჯანმო -ს ბოლო რეკომენდაციით, რომელიც 13 მარტს დაიდო და მის მერე არ განახლებულა, ის წერს, რომ არ არის საჭირო ეს „კოსმონავტის ფორმა“, საკმარისია ქუდი, ნიღაბი, სათვალე ხელთათმანი, ბახილი და ერთჯერადი ხალათი, რომელიც უკან იკვრება. ჩვენ კი გვაქვს ის კომბინიზონი და ცოტა უფრო მეტად გვყავს შემოსილი თანამშრომლები, ვიდრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას უწერია“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა