თბილისის მერის მოადგილემ სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 71 ოჯახს ნობათები გადასცა

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან ერთად, ორხევში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 71 ოჯახს ნობათები გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მოქალაქეთა დასახმარებლად დედაქალაქის მერიის მიერ წარმოებული კამპანიის ფარგლებში, ინდუსტრიული ჰოლდინგი „აი ჯგუფის“ მიერ შეგროვებული ნობათი არამალფუჭებად პროდუქტსა და საყოფაცხოვრებო მოხმარების პირველად საშუალებებს მოიცავს.

„ორხევში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 71 ოჯახს არამალფუჭებადი პროდუქტი გადავეცით. მინდა, მადლობა გადავუხადო „აი ჯგუფს“, რომელმაც სოციალური პასუხისმგებლობა აიღო და სხვადასხვა პროდუქტით გვეხმარება. მსგავსი ტიპის აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სოციალური საცხოვრისებისთვის დახმარება მომავალშიც გაგრძელდება. შემდეგში ნობათებს ვარკეთილისა და დიდი დიღმის სოციალური სახლების ბინადარი 64 ოჯახი მიიღებს.

იხილეთ ვიდეო

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს