აშშ-ის საელჩო -  მოვუწოდებთ პარლამენტს, სრულად გაითვალისწინოს ეუთოსა და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობაში, რათა ოქტომბერში გარანტირებული იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

მოხარული ვართ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს დაინტერესებულ მხარეებთან, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში, რომელიც საელჩოს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის მიმდინარე ონლაინ დისკუსიას ეხმაურება.

„მოხარული ვართ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს დაინტერესებულ მხარეებთან მოვუწოდებთ პარლამენტს, სრულად გაითვალისწინოს ეუთოსა და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობაში, რათა ოქტომბერში გარანტირებული იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“,- ნათქვამია განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია