მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები სკოლის მოსწავლეებს და მშობლებს მომსახურებას 24-საათიან რეჟიმში გაუწევენ

სსიპ − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები სკოლის მოსწავლეებს და მშობლებს ფსიქოლოგიურ მომსახურებას 24-საათიან რეჟიმში გაუწევენ.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის 205-ე დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა და მას ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში“ განუცხადეს, 24-საათიანი ცხელი ხაზის გარდა მოქმედებს ონლაინ კონსულტაციაც Skype-ს მეშვეობით.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ახორციელებს დისტანციურ მომსახურებას. აქტიურად ფუნქციონირებს: ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის 24 საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88;

მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს 24 საათიანი ცხელი ხაზი: (+995 32) 2 200 220 (33 35) და Skype-კონსულტაცია - Skype: pscenter.

საჭიროების შემთხვევაში, 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს და 13 წლის ზემოთ ასაკის ბენეფიციარებს ფსიქოლოგების მიერ უტარდებათ ონლაინ-კონსულტაცია.

ასევე, ფუნქციონირებს მანდატურის სამსახურის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის მესენჯერი https://www.facebook.com/mandaturi/

მოქალაქეთა/ორგანიზაციების განცხადებების/წერილების მიღება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით: registration@mandaturi.gov.ge“, - აცხადებენ მანდატურის სამსახურში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს