მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტია მოთავსებული, რომელიც კლინიკაში სახლიდან გადაიყვანეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღის მეორე ნახევარში ინფექციურ საავადმყოფოში 2 ინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს და ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში ჯამში კორონავირუსით დაავადებული 33 პაციენტი მკურნალობს.

„დღეს, დღის მეორე ნახევრისთვის ჩვენს ცენტრში დაგვემატა ორი დადასტურებული პაციენტი. ეს ჩვენს ცენტრში დადასტურებული არაა. როგორც ვიცით, არსებული კონტაქტების გამოკვლევისას ორ პაციენტს კიდევ დაუდასტურდა და ეს ორი პაციენტი ბინიდან გადმოყვანილი იქნა ჩვენთან. ამ დროისთვის უკვე 33 პაციენტი მკურნალობს ჩვენს ცენტრში. ჯერჯერობით 18 გამოჯანმრთელებულია ჩვენგან გაწერილი. დღის მეორე ნახევარში კიდევ ჩატარდება ტესტირება და იმედი მაქვს, კიდევ დაგვემატება გამოჯანმრთელებული პაციენტები. ზოგადად, ქვეყანაში 21 პაციენტია გამოჯანმრთელებული. 19-ს კიდევ ორი დაემატა, თუ არ ვცდები, საჩხერის ცენტრიდან გაეწერა კიდევ 3 გაჯანმრთელებული“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც გაუმჯობესებული იყო, სტაბილურად გაუმჯობესებული რჩება.

„ არსებული სიტუაცია ჯერჯერობით უცვლელია ჩვენთან. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც გაუმჯობესებული იყო, სტაბილურად გაუმჯობესებული რჩება. აქედან გამომდინარე მასზე, როგორც სტაბილურ პაციენტზე ისე ვილაპარაკოთ. სხვა პაციენტების მდგომარეობა უცვლელია“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო