მარინა ეზუგბაია განმარტავს, რას ნიშნავს შიდა გავრცელება

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, შიდა გადაცემების დიაგნოსტირება შესაძლებელია გაძნელდეს, მაგრამ ეს არასწორად მუშაობის შედეგი არ არის.

ეზუგბაია მოუწოდებს მედიას, ნუ გაავრცელებენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც მოსახლეობაში უნდობლობას გამოიწვევს.

„მინდა გითხრათ, რომ შიდა გავრცელება ნიშნავს, პაციენტები რომლებსაც არ აქვთ მოგზაურობის ისტორია, არ აქვთ კონტაქტი უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან, აქვთ ცხელებით მიმდინარე დაავადებები, მათი დიაგნოსტირება შესაძლებელია გაძნელდეს. შიდა გავრცელება ზუსტად ამას ნიშნავს, რომ წყაროს გარეშე, შეიძლება მოხდეს ამ პაციენტების გამოვლენა, მაგრამ შიდა გადაცემა არ ნიშნავს, რომ არასწორად მუშაობის შედეგია და ნუ გავავრცელებთ ისეთ ინფორმაციას, რომელიც მოსახლეობაში უნდობლობას გამოიწვევს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს