სოფელ ხიბულაში, ზვიად გამსახურდიას მუზეუმი, ბიბლიოთეკა და კულტურული ცენტრი გაიხსნება

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. უმნიშვნელოვანესია მისი როლი ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ჩამოყალიბების გზაზე ,- ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია.

განცხადების თანახმად, უახლოეს მომავალში პრეზიდენტ გამსახურდიას მუზეუმი, ბიბლიოთეკა და კულტურული ცენტრი გაიხსნება.

"ზვიად გამსახურდიას მიერ შექმნილმა პოლიტიკურმა ალიანსმა შეძლო ჩვენი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მიზნის მიღწევა: ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი - ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით, ქართველი ხალხის არაერთი თაობის ოცნების განხორციელება - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა! ჩვენთვის პატივია მოვუაროთ და შევინარჩუნოთ ამ გამორჩეული პოლიტიკოსის მემკვიდრეობა და ვზრუნავთ, რომ მისი ღვაწლი სათანადოდ დაფასდეს და ღირსეულად გადაეცეს მომავალ თაობებს. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიცატივით, დაიწყო ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ხიბულაში, იმ სახლში, სადაც პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, უახლოეს მომავალში აქ პრეზიდენტ გამსახურდიას მუზეუმი, ბიბლიოთეკა და კულტურული ცენტრი გაიხსნება",-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა