სამტრედიის მე-15 სკოლაში, სადაც ანტისოციალური ქცევის მქონე არასრულწლოვნები სწავლობენ, დისტანციური სწავლებაზე გადავიდნენ

სამტრედიის მე-15 სკოლაში, სადაც მთელი საქართველოდან ანტისოციალური ქცევის მქონე არასრულწლოვნები სწავლობენ, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 205-ე დადგენილებაშია აღნიშნული.

დადგენილებაში, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს და ძალაში დღეიდან შევიდა, აღნიშნულია, რომ სააღმზრდელო პროცესი აუცილებელი პერსონალის მონაწილეობით მიმდინარეობს.

„სსიპ „სამტრედიის №15 საჯარო სკოლაში“ სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;

სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს აუცილებელი პერსონალის მონაწილეობით, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სპეციალური განრიგითა და პირობებით აგრძელებს მუშაობას. სააღმზრდელო პროცესში დამატებით გამოიყენება დისტანციური მომსახურებები“,- აღნიშნულია დადგენილებაში.

რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებში ზოგადი განათლების მიწოდებას, დადგენილების თანახმად, ეს ხორციელდება დისტანციურად, შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების მიერ განსაზღვრული პირობებით.

ამავე დადგენილებაში ნათქვამია, რომ თავშესაფრის მაძიებლებისთვის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდება უნდა განხორციელდეს დისტანციური ფორმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ჩართულობით.

„მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, დამრიგებელსა და საგნის/სპეციალურ მასწავლებელთან“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს