გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგის  განცხადებით, რეგიონში სამძიმარზე მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული პირის კონტაქტებიდან სიმპტომები არც ერთს არ აღენიშნება

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგის მარინა კაპანაძის ინფორმაციით, გურჯაანის რაიონში, სამძიმარზე მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდის 11 სავარაუდო კონტაქტი შეისწავლეს. მისივე განმარტებით, ამ ეტაპისთვის არც ერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ უფიქსირდება. ამის შესახებ კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

კაპანაძის თქმით, ინფიცირებული პიროვნების კონტაქტები ძალიან მცირე იყო, რადგან ქელეხი არ ყოფილა და მხოლოდ ოჯახის წევრები იყვნენ შეკრებილები.

„ვიმყოფებოდით ამ სოფელში გამოვიკვლიეთ კონტაქტები. კონტაქტები ბევრი არ იყო, რადგან ქელეხი როგორც ასეთი არ არსებობდა. შეიკრიბნენ ახლობლები და დაკრძალვა მიმდინარეობდა ძალიან ვიწრო წრეში და სუფრაც იყო მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის. ოჯახის დიასახლისის გადმოცემით, 10 ადამიანი იჯდა სუფრასთან. ჩვენ კონტაქტების სავარაუდო, 11 შემთხვევა შევისწავლეთ, ყურადღება უნდა მიექცეს, გაიდლაინით გაწერილი გვაქვს 14 დღე და ამ ვადის განმავლობაში ყურადღება უნდა მიექცეს იმიტომ, რომ პიროვნება, რომელიც სოფელში ჩავიდა 17 რიცხვში, მხოლოდ ოჯახის წევრებთან იყო კონტაქტში და 18 რიცხში მომსვლელ ხალხთან, რომელიც უსამძიმრებდა ჭირისუფალს, ეს იყო ძალიან მცირე რაოდენობა, იმათთან შეხებაში არც ყოფილა ეს პიროვნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გავაკეთეთ თერმოსკრინინგი და გამოკითხვა სიმპტომებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა, რომ არც ერთ კონტაქტირებულს ამ ეტაპზე არანაირი ნიშნები არ ჰქონიათ“, - განაცხადა მარინა კაპანაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს