ნიუ-იორკის  გუბერნატორი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ  ვირუსი, ბევრად უფრო ძლიერია, ბევრად უფრო საშიში

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო დამატებით სამედიცინო აღჭურვილობას და კორონავირუსთან საბრძოლველად ეროვნულ სტრატეგიას ითხოვს, ხოლო მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ეს ვირუსი. ბევრად უფრო ძლიერია, ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე მოველოდით“, - განაცხადა გუბერნატორმა.

ენდრიუ კუომომ ერთიანი ეროვნული სტრატეგიის შექმნისკენაც მოუწოდა ხელისუფლებას, რათა შტატებმა ერთად იბრძოლონ კრიზისის შესასუსტებლად.

„დაგვეხმარეთ აქ, ნიუ-იორკში, მიიღეთ გამოცდილება, ინვენტარი, ცოდნა და შემდეგ ყველა ერთად დავეხმაროთ სხვა ადგილს. ეს იქნება ჭკვიანური ეროვნული მიდგომა“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

ნიუ-იორკის შტატი აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრად იქცა. 75 795 ინფიცირებულით შტატი პირველ ადგილზეა აშშ-ში. შტატში ამ დროისთვის 1 550 პაციენტია გარდაცვლილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს