საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო დღე-ღამის მანძილზე 499-ით გაიზარდა

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 499 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ CNN-ი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს. ქვეყანაში გარდაცვალების ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საერთო ჯამში საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 523-ს შეადგენს.

რაც შეეხება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას, ორშაბათის შემდეგ ახალი შემთხვევების რიცხვი 7 578 – ით გაიზარდა და 52 128-ს აღწევს.

ქვეყანაში ინტენსიურ თერაპიას გადის 5 565 ადამიანი, რომელთა მდგომარეობაც სერიოზული/კრიტიკულია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა