დონალდ ტრამპი - გაიდლაინების დაცვას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ამერიკელი ხალხისთვის, ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია

აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ წინ „მტკივნეული” და „სასტიკი“ ორი კვირაა და მოუწოდებს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დაწესებული გაიდლაინები დაიცვან.

„მინდა, ყოველი ამერიკელი მზად იყოს მომავალი მძიმე დღეებისთვის. ძალიან სასატიკი და მტკივნეული ორი კვირა გველოდება,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებული გაიდლაინების დაცვას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

„მომავალი 30 დღის განმავლობაში გაიდლაინების დაცვას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ამერიკელი ხალხისთვის, ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია,’’- განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით 3 815 ადამიანია დაღუპული, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 188 000-ს აჭარბებს.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს