ამერიკული ავიამზიდის კაპიტანი - მოგვეშველეთ, მეზღვაურებს სიკვდილი არ უნდათ

ამერიკული ავიამზიდის „თეოდორ რუზველტის“ კაპიტანმა აშშ-ის საზღვაო ძალებს წერილი გაუგზავნა, სადაც ის გემზე კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად და მეზღვაურების სიცოცხლის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს.

„როიტერსის“ ინფორმაციით, 4-გვერდიან წერილში კაპიტანი ბრეტ კროზიერი გემზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს, სადაც კორონავირუსი რამდენიმე მეზღვაურს დაუდგინდა, და აღნიშნავს, რომ აუცილებელია ავიამზიდიდან 4 000-ზე მეტი მეზღვაურის გაყვანა და იზოლირება.

„ჩვენ ომში არ ვართ. მეზღვაურებს სიკვდილი არ უნდათ. თუკი ახლა არ ვიმოქმედებთ, ჩვენ ვერ შევძლებთ, რომ გავუფრთხილდეთ ყველაზე სანდო რესურსს - ჩვენს მეზღვაურებს,“- წერს კაპიტანი.

„როიტერსი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ავიამზიდზე კორონავირუსი 80-მდე პირს აღმოაჩნდა.

„თეოდორ რუზველტზე“ კორონავირუსის პირველი შემთხვეევა ერთი კვირის წინ დადასტურდა, როდესაც ავიამზიდი წყნარ ოკეანეში იმყოფებოდა. იმ დროიდან ის „გუამის“ პორტშია გაჩერებული.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა