აშშ-ის ფედერალურ ციხეებში პატიმრებს მომავალი ორი კვირის განმავლობაში საკნების დატოვება ეკრძალებათ

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად აშშ-ის ფედერალური სასჯელაღსრულების სისტემა ციხეებში იზოლაციის წესებს ამკაცრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ აშშ-ის ციხეების ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამკაცრებული წესების ფარგლებში პატიმრებს მომავალი 2 კვირის განმავლობაში თავიანთი საკნების დატოვება აეკრძალებათ.

გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სპეციალურ პროგრამებსა თუ სერვისებში ჩართული პატიმრებისთვის, მაგალითად მათთვის, ვისაც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მკურნალობა უტარდება, ან საგანმანათლებლო პროგრამაშია ჩართული.

შეგახსენებთ, ლუიზიანას ციხეში რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით პატიმარი გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო