ანტონიო გუტერეში - კორონავირუსი უდიდესი ტესტია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

კორონავირუსი უდიდესი ტესტია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელსაც უახლოეს წარსულში ანალოგი არ მოეპოვება, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გაეროს ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, სადაც კორონავირუსის პოტენციურ სოციო-ეკონომიკურ შედეგებზეა საუბარი.

მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელებისა და პანდემიის შესაჩერებლად საჭიროა, ქვეყნებმა კოორდინირებულად იმოქმედონ.

“ახალი კორონავირუსი თავს ესხმის საზოგადოებებს და ადამიანებს სიცოცხლესა და საარსებო წყაროს ართმევს. აუცილებელია დაუყოვნებელი და კოორდინირებული რეაგირება,“- განაცხადა გუტერეშმა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა განვითარებულ ქვეყნებს ნაკლებად განვითარებული ქვეყნების დახმარებისკენ მოუწოდა, რომლებსაც, გუტერეშის შეფასებით, „ვირუსისგან, რომელიც ტყის ხანძრის მსგავსად ვრცელდება, ღამის კოშმარი ელოდებათ.“

მისი თქმით, გაეროს ანგარიშში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პანდემიის გავრცელებამ მსოფლიოში, შესაძლოა, 25 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვიოს, გლობალური პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა კი 40 %-ით შემცირდეს.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო