CNN-ის ცნობილ წამყვანს კორონავირუსი დაუდგინდა

ნიუ-იორკის გუბერნატორის ძმას, CNN-ის წამყანს, ქრის ქუომოს კორონავირუსი დაუდგინდა.

„ეს რთული დროება კიდევ და კიდევ უფრო რთულდება დღითი დღე. ახლახანს გავიგე, რომ კორონავირუსი მაქვს. იმედი მაქვს ჩემს შვილებს და კრისტინას არ გადავდე, თორემ ეს დაავადებაზე უარესი იქნება“,- დაწერა წამყვანმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ინფორმაცია დაადასტურა თავად გუბერნატორმაც.

„ეს ვირუსი ყველას ათანაბრებს. ჩემს ძმას, საუკეთესო მეგობარს ვირუსი დაუდგინდა. ის ახალგაზრდაა, ძლიერი - შეიძლება არც ისე ძლიერი როგორც თავად ფიქრობს, მაგრამ, კარგად იქნება“,-აღნიშნა გუბერნატორმა.

ცნობისთვის, აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 188590-ს გადააჭარბა. ყველაზე მეტად ნიუ-იორკი დაზარალდა. გუბერნატორმა ქუომომ არაერთხელ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არაეფექტური ზომების გამო. გუშინ მან მეცნიერებს და ტრამპთან დაახლოებულ პირებს მოუწოდა, აუხსნან პრეზიდენტს, რომ ეს პოლიტიკური წვრთნები არ არის. „ეს ცუნამია, რომელიც მოდის“,-აღნიშნა ქუომომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა