ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ორი ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან ორს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ორი ახალი ინფიცირებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სოლოღაშვილის თქმით, ძველ პაციენტებში გამოჯანმრთელების ტენდენცია შეინიშნება.

„ბოჭორიშვილის კლინიკაში დღეს ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს 14 პაციენტი. აქედან 7 პაციენტს დადასტურებული აქვს კოვიდ 19. გუშინდელი კვლევიდან 2 პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი და ორი პაციენტი დღეს ჩაერთვება კვლევაში. დადასტურებული პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ძველ 5 პაციენტში შეინიშნება გამოჯანმრთელების კარგი ტენდენცია. ამ დღეებში მოხდება ლაბორატორიული მონაცემების გადამოწმება და შემდგომ დადგება მათი გაწერის საკითხი,“ - განაცხადა სოლოღაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული ორი შემთხვევიდან ერთი შიდა გადადებაა და ინფიცირების წყარო ცნობილია, ხოლო მეორე - გერმანიის კლასტერია.

„ერთი პაციენტი არის შიდა გადადება, მეორე პაციენტი არის გერმანიის კლასტერი, რომელთანაც გამოხატული იყო პნევმონია გარკვეული პერიოდის მანძილზე,“ - აღნიშნა მან.

სოლოღაშვილის ინფორმაციით, ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული ორი მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება.

„ორივე მცირეწლოვანის რენდგენოლოგიური მონაცემები და კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემები ძალიან კარგად ექვემდებარება მკურნალობას ,“ - აღნიშნა მან.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს