მარინა ეზუგბაია - 26 თებერვლიდან დღემდე გვყავს 115 დადასტურებული შემთხვევა, ასეთი მაჩვენებელი საოცნებო იქნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის

არსებული კრიტერიუმების გამოყენება ხდება სწორად, ადეკვატურად და კარგად. თუ ვინმეს არ მოსწონს, მისი პრობლემაა, რომ არ უხარია ქვეყნის წარმატება და ქვეყანაში არსებული კარგი შედეგები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის ის მაჩვენებელი, რაც პირველი დადასტურებული შემთხვევიდან დღემდეა დაფიქსირებული, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის საოცნებო იქნებოდა.

„კრიტერიუმები კარგად ტარდება. შეხედეთ მსოფლიოში რა ხდება. საქართველოში დაავადების კონტროლირებადი და ზომიერი მატებაა. 26 თებერვალს იყო პირველი შემთხვევა დაფიქსირებული და 26 თებერვლიდან დღემდე გვყავს 115 დადასტურებული შემთხვევა. ასეთი მაჩვენებელი საოცნებო იქნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული კრიტერიუმების გამოყენება ხდება სწორად, ადეკვატურად და კარგად და თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, მისი პრობლემაა, რომ არ უხარია ქვეყნის წარმატება და ქვეყანაში არსებული კარგი შედეგები“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო