ბათუმში შემავალ და გამავალ გზებს დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადა აკონტროლებს

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ ქალაქ ბათუმის 3 ლოკაციაზე მოაწყო გადაადგილების, კონტროლისა და შეზღუდვის პუნქტები, სადაც გაშლილია საველე და სამედიცინო კარვები. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

”სამხედრო მედპერსონალის მიერ მოქალაქეებისთვის ტემპერატურის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოჩენა ხორციელდება. სამხედროები, ასევე მოქალაქეებს ახალი კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევენ და მათ ავტომობილებს სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების შემდეგ, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, შვიდ ქალაქს აკონტროლებენ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა