თურქულისა და ჯილეხის საწინააღმდეგოდ პირუტყვის პროფილაქტიკური ვაქცინაცია მიმდინარეობს

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა ვაქცინაციას, სადიაგნოსტიკო კვლევებს და ინდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, გეგმის მიხედვით ახორციელებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოს ვეტერინარები დაავადებების - თურქულისა და ჯილეხის საწინააღმდეგოდ მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პროფილაქტიკურ ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, საკარანტინო ზონებშიც ატარებენ. “მიმდინარეობს ასევე სხვადასხვა დაავადების სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა) და დიაგნოსტიკა. სამუშაოები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით ტარდება.

ცხოველთა დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარულ ღონისძიებებს გეგმის შესაბამისად გააგრძელებს. სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, ითანამშრომლონ ვეტერინარებთან და ხელი შეუწყონ ვეტერინარული მანიპულაციების დროულად და შეუფერხებლად განხორციელებას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა