16 წლის ასაკს მიუღწევლთან სქესობრივი კავშირის დამყარებისთვის და გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მამაკაცი დამნაშავედ ცნო და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, მამაკაცმა 15 წლის გოგონასთან რამდენჯერმე დაამყარა სქესობრივი კავშირი და გარყვნილი ქმედება განახორციელა. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლთან სქესობრივი კავშირის დამყარებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული ო.ა. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ო.ა.-მ 2018 წლის მაისიდან 8 ნოემბრის ჩათვლით წინასწარი შეცნობით 15 წლის გოგონასთან რამდენჯერმე დაამყარა სქესობრივი კავშირი და გარყვნილი ქმედება განახორციელა. სამართალდამცველებმა ო.ა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 21 ივლისს თბილისში დააკავეს. მას 5 ეპიზოდზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლთან სქესობრივი კავშირის დამყარება, ხოლო 2 ეპიზოდზე 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

არასრულწლოვანი დაზარალებულის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ო.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 5 წელი და 4 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი და 8 თვე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით“, - ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს