საქართველოში კორონავირუსზე ტესტებს სამი კატეგორიის პირებისთვის ჩაატარებენ

საქართველოში კორონავირუსზე ტესტებს სამი კატეგორიის პირებისთვის ჩაატარებენ. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ალგორითმში უკვე განსაზღვრულია სქემები და ტესტირებები უახლოეს მომავალში დაიწყება.

გაბუნიას განმარტებით, ტესტებს იმ პირებსაც ჩაუტარებენ, ვინც კლინიკებს ცხელების სიმპტომებით მიმართავს. ასევე, სამედიცინო პერსონალს, ვინც მაღალი რისკის კლინიკებში მუშაობს ან ასევე ორგანიზებულ-ინსტიტუციურ დაწესებულებებში იმყოფებიან.

„სტანდარტი კვლავ რჩება PCR მეთოდით ტესტირება, მაგრამ ასევე არის განსაზღვრული სწრაფი ტესტების ადგილი, ეს შეეხება როგორც ანტიგენზე, ასევე ანტისხეულებზე დამყარებულ ტესტებს. ალგორითმში განსაზღვრულია სქემები პაციენტთა სამი კატეგორიისთვის. ეს გახლავთ პირელ რიგში კვლავაც სიმპტომური პაციენტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საეჭვო შემთხვევის განმატებას, უკავშირდებიან მოგზაურობის ანამნეზს და გამოხატული აქვთ ის კლინიკური ნიშნები, რაც შესაძლოა იყოს კორონავირუსის მაჩვენებელი. თუმცა, მნიშვნელოვანია ჩვენ ტესტირების მაჩვენებელი შევქმნათ იმ პირებისთვის უკვე, ვისაც არ ჰქონია მოგზაურობის ანამნეზი. ამდენად, ალგორითმი ითვალისწინებს იმ პაციენტების ტესტირებას, რომლებიც ამბულატორიულ კლინიკებს ან ჰოსპიტალს მიმართავენ ცხელების სიმპტომებით. ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე გვაქვს მზაობა იმის, რომ ე.წ. ცხელების კლინიკებში, სადაც პაციენტის მართვისთვის გვაქვს სპეციალური ზონა ინფექციის კონტროლის პრინციპების დაცვით მოხდეს პაციენტის დაყოვნება 24 საათის განმავლობაში, მისი შეფასება კორონავირუსზე და შემდეგ უარყოფითი ან დადებითი პასუხის მიხედვით პაციენტის მათვა.

ასევე ალგორითმი გამოყოფს ტესტირების პრინციპებს და მიდგომებს იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ითვლება, რომ არის მაღალი რისკის მქონე. ამას მიეკუთვნება კონტაქტები, სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს მაღალი რისკის კლინიკებში და ასევე ორგანიზებულ-ინსტიტუციურ დაწესებულებებში მყოფი პირები. ამ ალგორითმის მიხედვით, უმოკლეს ვადაში დაიწყება ტესტირება სამივე მეთოდის გამოყენებით როგორც PCR-ის, ასევე ანტიგენების დაჩქარებული ტესტი და ანტისხეულების ტესტი. ჩვენ საწყისი რაოდენობა სამივე ამ ტესტის ქვეყანაში გვაქვს და საიტებიც შერჩეულია იმისთვის, საიდან დაიწყება ეს ტესტირება განახლებული ალგორითმის შესაბამისად“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა